+995 32 205 36 36

reception@rasta.ge

ქართული

ქართული English русский

ჩვენს შესახებ

სასტუმრო „რასტა“  მასპინძლობს სტუმრებს 2016 წლის ზაფხულიდან, ცხრა კომფორტული ოთახიდან  ხუთს საკუთარი აივანი, ხოლო ოთხს საერთო ტერასა აქვს. თითოეული ნომერი გადაწყვეტილია მოდერნის სტილში და აღჭურვილია მაღალი კლასის თანამედროვე სტანდარტით გათვალისწინებული აქსესუარით (მინი ბარი, სეიფი, ტელეფონი, ტელევიზორი, ფენი, ჰიგიენური საშუალებები).  სასტუმროში ფუნქციონირებს 24 საათიანი მიმღები ადმინისტრაცია , უსაფრთხოების და დასუფთავების განყოფილება.

დასახელება „რასტა“ მისი ისტორიული მემკვიდრეობიდან მომდინარეობს. შუა საუკუნეებში თბილისი წარმოადგენდა სავაჭრო-პოლიტიკურ-ეკონომიკურ  ცენტრს ამიერკავკასიაში (საუბარია აბრეშუმის გზაზე),  დღევანდელი მეიდნის ტერიტორია და მაშინდელი ე.წ. „რასტაბაზარი“ წარმოადგენდა სავაჭრო მაგისტრალს ევროპასა და აზიას შორის. 18ე საუკუნის ბოლოს ყველა ნაგებობამ, რომელიც დაკავშირებული იყო ამ სახელთან დაკარგა ფუნქციაც და მნიშვნელობაც. შენობა, რომელიც ერთ დროს წარმოადგენდა „რასტაბაზარის“ შემდგენელ ნაწილს მიიერთა ქართულმა მართმადიდებლურმა ეკლესიამ, მოგვიანებით  18ე საუკუნეში გადავიდა სომხური გრიგორიანული ეკლესიის მმართველობაში.  ამ პერიოდიდან შეიძინა ნაგებობამ სასტუმროს ტიპის ტიტული, გამომდინარე იქიდან, რომ  მომლოცველები შორეული გზიდან აქ ისვენებდნენ. სწორედ  ტრადიცის გაგრძელებაა ამ შენობის რეკონსტრუქცია თავდაპირველ მდგომარეობაში და მისი აღჭურვა სიძველის და თანამედროვეობის სინთეზში.

სასტუმრო ჰიპერტურისტულ ცენტრში მდებარეობს საიდანაც ქალაქის ძირითადი ღირსშესანიშნაობა ფეხითსავალ მანძილზეა. სასტუმროს გარშემო არის მრავალი გასართობი ობიექტი, საბაგირო გზა ნარიყალას ციხისკენ, პარკი, რესტორნები, ბარები, კაფეები, სადაც შესაძლებელია რა თქმა უნდა ქართული სამზარეულოს დაგემოვნება, ასევე ევროპული და აზიურის. ღვინის ქვეყანაში რა თქმა უნდა აქ არის შესაძლებელი საუკეთესო ღვინის დაგემოვნება.

  ჩვენ ვცდილობთ გავაგრძელოთ ის  ტრადიცია, რასაც ქართული სტუმართმოყვარეობა ჰქვია.